ბანოჯის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო ჩატარდა
03-05-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ბანოჯის საჯარო სკოლის V-VI კლასებში თემაზე - „ჩემი საქართველო აქ არის...“ ლიტერატურული საღამო ჩატარდა.

ღონისძიებას პედაგოგი ლელა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობდა.

საღამოზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი მწერლების ლექსები, ფრაზები და სხვადასხვა კუთხეების ამსახველი ფოტო-მასალები სახელწოდებით - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ წარუდგინეს.

ღონისძიება დასრულდა შესანიშნავი სიმღერით - „ჩემი საქართველო აქ არის“.

სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიესალმა და მადლობა გადაუხადა დამწყებ, ახალგაზრდა პედაგოგს ლელა მეგრელიშვილს დახვეწილი, შინაარსობრივად ორგანიზებული ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203