აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
03-05-2019

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლაში გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში, მხატვრულ კითხვაში, მოეწყო ნახატების გამოფენა. ასევე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია „ჩვენი ენა ქართული“ (დაწყებითი კლასების მასწავლებლები: თეონა მებონია, იამზე ჯომიდავა, შორენა ყურაშვილი). 

„მოსწავლეებმა თანატოლებს შეახსენეს, რომ მშობლიური ენა არის განძი, რომელსაც  თითოეული ქართველისაგან დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული სჭირდება, რადგანაც ქართული ენა არის ის ენა, რომელზედაც უნდა მეტყველებდეს და აზროვნებდეს თითოეული ჩვენგანი. დედა ენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურასა და ტრადიციას, რაც დაუშვებელია. მოსწავლეებმა საჯაროდ დადეს პირობა, რომ დაიცავენ და გაუფრთხილდებიან დედაენას, რადგანაც მათი რწმენით: ,,ქართული მარტო ენაა?!.. ქართული ქართველთ რწმენაა... ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა, იმოდენაა!“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203