აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შენ დედა ენით მწუხრს მიკაფავდი“ ჩატარდა
03-05-2019

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შენ დედა ენით მწუხრს მიკაფავდი“ ჩატარდა.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერიშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ერთმანეთს ენაცვლებოდა ლამაზი ლექსები და სიმღერები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203