
თბილისის N92 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია ჩატარდა.
სკოლა სიამოვნებით შეუერთდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას და მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლის ეზოში 70-ზე მეტი ხე დარგეს.
„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს გარემოზე, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ქალაქზე“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები