გაიცანით აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი - ნანა ჯალაღონია
03-05-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია სკოლას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. 

2017 წელს მან  წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ირონია, როგორც კომიკურის აქტუალური ფორმა („დათბობის“ პერიოდის ქართულ ბელეტრისტიკაზე დაყრდნობით)“. მოგვიანებით კი წიგნად გამოიცა მისი ეს მონოგრაფია. 

გარდა ამისა, ნანა ჯალაღონიამ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. 

ის აქტიურადაა ჩართული როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ასევე საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ტრენინგებში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203