თბილისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ბავშვები ბავშვებისათვის“ მონაწილეობდნენ
02-05-2019

აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიის განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ პროექტში - „ბავშვები ბავშვებისათვის“ მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნახატები და სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს  გადაეცემა. ასევე, მათი ნახატებით შეიქმნება დღიურები და პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს გადაეცემა.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203