აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ღონისძიებით - „ოცდაცამეტი ჩაუქრობელი სანთელი“ გააცილეს
02-05-2019

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის I კლასში დედა ენის კვირეულთან დაკავშირებით „ანბანის გაცილება“ გაიმართა.

პირველკლასელებმა მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას ღონისძიება „ოცდაცამეტი ჩაუქრობელი სანთელი“ წარუდგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარებმა მადლობა გადაუხადეს დედა ენას, რომ „ნაპირზე ცურვა ასწავლა.“ ისინი სიამაყითა და სიხარულით მღეროდნენ :

„ გზად ია ვარდი დაფინეთ.

ანბანი მობრძანდებაო“.

ბოლოს გაისმა მანანა ნადირაძის სიმღერა:

„შევისწავლეთ ანბანი და შევიყვარეთ კითხვა“, რომელიც შემდეგი სიტყვებით

დაამთავრეს:

„იაკობმა შეგვიდგინა წიგნი დედა-ენის

ცოდნის წყარო საფიცარი, საგანძური ერის.

სიყვარულით გაგაცილებთ,

მადლობთ ჰერი, ჰერი“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203