წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, პატრიკეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ქართულ ენაში შემაჯამებელი გაკვეთილი - „ყვავილების ფესტივალი“ ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ეთერ ნამჩევაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი დაკავშირებული იყო ქუთაისობის დღესასწაულთან.
„გაკვეთილზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ყვავილებზე ლექსები წაიკითხეს, ნახატების გამოფენა მოაწყვეს, იმღერეს და თაიგულებით იცეკვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები