ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სენაკის სამხედრო ბაზას ღია კარის დღეზე ესტუმრნენ
02-05-2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს სამხედრო კონფლიქტებში დაღუპული გმირების მემორიალი, პროექტის „სამშობლოს სადარაჯოზე“ ფარგლებში IX-X  კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს II ქვეითი ბრიგადის ტერიტორია, ნახეს ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ფილმი, გაეცნენ სენაკის სამხედრო ბაზის ისტორიას და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას, ასევე,  დაათვალიერეს ლაზარეთი, ყაზარმა და სპორტული დარბაზი.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, დღე ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203