კიროვაკანის საჯარო სკოლაში დედა ენას კვირეული მიუძღვნეს
02-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობა განახორციელეს. 

მოსწავლეებმა მოისმინეს, დაწერეს და წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტები ქართულ ანბანთან დაკავშირებით.  ასევე, მათ მოამზადეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ თითოეული ასო-ბგერის გვერდი, გააფორმეს. გაალამაზეს და აკინძეს.

„აღნიშნული აქტივობა არის განმავითარებელი შემოქმედებითი უნარებისა, რასაც მოსწავლეები ხალისითა და დიდი მონდომებით ასრულებენ“ - აღნიშნა ქართული ენის მასწავლებელმა მ. ვახტანგიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203