გორის 12 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ინიციატივით ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები ჩატარდა.
დებატებში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაშს მსაჯობას X კლასის მოსწავლე თორნიკე მაისურაძე და XI კლასის მოსწავლე თიკა ბარამაშვილი უწევდნენ.
დაძაბული თამაშის შემდეგ მე -9-ა კლასის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა.