
ახალციხის N5 საჯარო სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა ზაზაშვილის, ორგანიზატორობით, ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“.
აღნიშნული ღონისძიება იყო ლიტერატურულ-შემეცნებითი ხასიათის.
თამაში წარიმართა მეტად საინტერესოდ და ჩატარდა სამ ტურად. ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ: ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, დირექტორის მოადგილე ზოია ბალიაშვილი, VIა კლასის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაძე და სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელი ცირა ბრეგვაძე, გამოავლინს სამი გამარჯვებული.
თამაშში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით. გამარჯვებულ სამ მოსწავლეს კი გადაეცა სიმბოლური საჩუქრი, რომელიც დააწესა სკოლის დირექციამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები