წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველი კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, მეოთხეკლასელებმა სკოლის ეზოში სახლიდან მოტანილი მცენარეები დარგეს და დაწყებითი კლასის აღსაზრდელებს მინი სპექტაკლი წარუდგინეს. სპექტაკლში ყურადღება გამახვილდა იყო თუ როგორ უნდა დავიცვათ და მოვუაროთ გარემოს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები