შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „დავიცვათ ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო“ ჩაატარეს
02-05-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი ღონისძიება „დავიცვათ ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო“ ჩაატარეს.

ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს. 

ღონისძიება მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დედამიწის დღეს მიუძღვნეს.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203