დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბასილაიამ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა
02-05-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე ლუკა ბასილაიამ ქართული ენისა და ლიტერატურის „კინგსის“ ოლიმპიადის პირველ ტურში 100-დან 97 ქულა აიღო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლუკა ჭკვიანი, ნიჭიერი და კარგად აღზრდილი მოსწავლეა.

„100-დან 97 ქულის აღება უდაოდ უმაღლესი მაჩვენებელია. ლუკა ჭკვიანი, ნიჭიერი და კარგად აღზრდილი მოსწავლეა, უყვარს ფეხბურთის თამაში და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა. სწორედ ასეთი მოსწავლეები განგვაწყობენ იმედით ჩვენი ქვეყნის მომავლისადმი. მადლობას ვუხდით ლუკას ქართულის მასწავლებელს და მშობლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203