ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს
02-05-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლების ნარგიზ გოგიტიძისა და ციალა ინაიშვილის ხელმძღვანელობით დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს და ნარგავები დაამუშავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ნახატებით თანატოლებს მოუწოდეს რომ  დედამიწას გაუფრთხილდნენ.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203