
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დედამიწის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
გაიმართა გამწვანების და დასუფთავების აქცია, ჩატარდა გაკვეთილი ბუნებაში, ასევე მოსწავლეებმა თემაზე - ,,გავუფრთხილდეთ, დავიცვათ დედამიწა“ ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.