აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
02-05-2019

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში III-IV კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელის ელისო ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.

მასწავლებელი მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე, დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე და დედამიწის დაცვისათვის გასატარებელი აქტივობების შესახებ ესაუბრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ბუნების მესაიდუმლეს“- ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები,,ბუნების შვილთა“ შესახებ. 

მოსწავლეებმა დახატეს დაბინძურებული და სუფთა გარემო. ამ ნამუშევრებისგან პედაგოგის დახმარებით შექმნეს კოლაჟი და პრეზენტაცია მოაწყვეს.

,,მოწყენილი დედამიწა“ ბავშვებმა დაასუფთავეს და ,,დედამიწამაც გაიღიმა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203