ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა - „დედამიწა ჩვენია“ განახორციელეს
02-05-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ომარ ასლანიძის სახელობის ჯიხანჯურის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა მუშამბაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი აქტივობა- „დედამიწა ჩვენია“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა ნერგები და მცენარეები დარგეს.

„დედამიწის დღის აქტივობები ძირითადად  ხეების დარგვას უკავშირდება. აქტივობების მთავარი მოწოდებაა გარემოს შენარჩუნებისთვის შესაბამისი ზომების მიღება. ამ აქტივობაში მეხუთეკლასელები აქტივობით - „დედამიწა ჩვენია“ ჩაერთნენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203