ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-3 მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნარგიზ გაბრუშიძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედამიწის დღე“ ჩაატარეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები