კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება - ,,დედაა ჩემი სიცოცხლის წყარო“ მიუძღვნეს
02-05-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კაკაბეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ღონისძიება - ,,დედაა ჩემი სიცოცხლის წყარო“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს დედებსა და პედაგოგებს. მათ გაზაფხულის მობრძანება და დედის დღე ქალბატონებს ღონისძიებით მიულოცეს.

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

„პატარები ერთმანეთს ანაცვლებდნენ ლექსებს, ცეკვებსა და სიმღერებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203