თბილისის N92 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭრა-კერვას შეისწავლიან
02-05-2019

თბილისის N92 საჯარო სკოლის VII(1) კლასის 14 გოგონა ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მათ სკოლის ბაზაზე ექნებათ დამატებითი პროფესიის შეძენისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელიშემწყობი გარემო. გოგონები ადგილზე დაეუფლებინ ტანსაცმლის ჭრა-კერვას, მოდელირებასა და თარგების აგება-გადაკეთებას.

„ჭრა-კერვის კურსს შეასწავლით მაღალკვალიფიციური და გამოცდილი დიზაინერი, სასწავლო ცენტრი „Fashion-house“-ის ხელმძღვანელი ია ჩაკვეტაძე“ - აღნიშნა მან. 

აღნიშნული პროექტი მიზნია: მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ისეთი უნარები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას; პროფესიული განათლების პოპულარიზაციას; მიღებული ცოდნის გამოყენებას/ტრანსფერს შესაბამის ცხოვრებისეულ სიტუაციებში, საკლასო ოთახის მიღმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203