პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წაქაძე კონფერენციის ზონალურ ეტაპზე დიპლომით დაჯილდოვდა
02-05-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პირველი სვირის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ლუკა წაქაძე მოსწავლეთა 73-ე სასწავლო კონფერენციაში მონაწილეობდა. 

მან თემა ი. ვ. ტურგენევის მოთხრობა „მოწყალება“ (თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე) დაამუშავა. ლუკას პედაგოგი ირინე კვანტრიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლუკას თემამ ზონალურ კონფერენციაში გაიმარჯვა და მას დიპლომი გადაეცა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203