ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით და სიგელით დააჯილდოვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
„ეტალონის“ პირველ ტურში სკოლის 12 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ხუთმა - ჯულიეტა საღირაშვილმა, ნინო კაპანაძემ, ნინი ლაბაძემ, ლიზი ნეფარიძემ და დიანა ლაბაძემ 50 ქულიანი ბარიერი წარმატებით დაძლიეს.
მათგან ერთი ჯული საღირაშვილი ნახევარფინალში გადავიდა და სიგელი დაიმსახურა.
1-ელ მაისს ამ მოსწავლეებისთვის სერთიფიკატების და სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
იხილეთ ფოტოები