მირაშხანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული შეჯიბრი გაიმართა
02-05-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, მირაშხანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული შეჯიბრი გაიმართა.

ერთმანეთს მოსწავლეთა გუნდები „არწივი“ და „ბუმბერაზი“ შეეჯიბნრნენ. 

შეჯიბრის თემა იყო - ვაჟა-ფშაველა (მთის არწივი).

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. გუნდის თითოეულ მონაწილეს სიგელი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203