აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ვაჟა- ფშაველას ბუნებაზე შექმნილი ნაწარმოებების ანთოლოგია მიძღვნეს
01-05-2019

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ბუნების დიდი მგოსნის - ვაჟა- ფშაველას ბუნებაზე შექმნილი ნაწარმოებების ანთოლოგია მიძღვნეს.

„მათ არა მარტო მოიძიეს ბუნებაზე შექმნილი ვაჟას ლექსები, არამედ არ დაიშურეს დრო და ენერგია, რათა თითოეული ლექსი გაეფორმებინათ მხატვრულად. ამ კრებულით მე-11 კლასელებმა (პედაგოგი-სვეტლანა რურუა) გამოხატეს თავიანთი სიყვარული და პატივისცემა როგორც ამ ბუმბერაზი მწერლისადმი, ისე ხაზი გაუსვეს ,,დედამიწის დღის“ მნიშვნელობას და შეგვახსენეს, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, გაუფრთხილდეს ბუნებას და შეძლებისდაგვარად დაიცვას ის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203