ხონის N2 სკოლაში თემაზე- მცენარის ფოთლის აგებულება პრაქტიკული სამუშაო ჩატარდა
01-05-2019

ხონის N2 სკოლაში პრაქტიკული სამუშაოები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. 

ამჯერად, მე-7 კლასში ბუნებისმეტყველებაში თემაზე- მცენარის ფოთლის აგებულება პრაქტიკული სამუშაო ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი დალი მარდალეიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: რას ნიშნავს უჯრედული აგებულება?

კვლევის მასალა და ხელსაწყოები: მცენარის ფოთოლო, მიკროსკოპი, სასაგნე და საფარი მინები, პიპეტი, ფილტრის ქაღალდი, იოდის წყალხსნარი, სუფთა ფურცლები, ფანქარი. 

პროცედურა: მოსწავლეებმა დაამზადეს ფოთლის პრეპარატი, პრეპარატი გამოიკვლიეს მიკროსკოპით, ჩაიხატეს რაც დაინახეს და ჩანახატი გააანალიზეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203