გუმათის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვეგებებით ქრისტეს აღდგომას“ ჩატარდა
01-05-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გუმათის საჯარო სკოლაში 25 აპრილს წინასააღდგომო ღონისძიება - „ვეგებებით ქრისტეს აღდგომას“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა მასწავლებლების ირმა ჩუბინიძისა და აზა სვანიძის ხელმძღვანელობით სააღდგომო აქსესუარები დაამზადეს. 

მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს და უფლისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზიის მომზადებული ნახატი ფილმის ჩვენება. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ნაწყვეტი ფილმიდან - „ქრისტეს ვნებანი“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203