
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ქვემო აკეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება - ,,გაზაფხულის ყვავილები“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება პირველი კლასის დამრიგებელმა ლელა გოგელიამ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელებმა სცენა გაზაფხულის ყვავილებით გააცოცხლეს და ლექსები და გამონათქვემები წარმოთქვეს.
„ცეკვას სიმღერა ცვლიდა, ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები