
შუახევის მუნიციპალიტეტის, პაპოშვილების საჯარო სკოლის ბ კორპუსის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს და დასუფთავების და გამწვანების აქცია ჩაატარეს.
ღონისძიებას ორგანიზება ლამარა ხალვაშმა გაუწია.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები