თიანეთის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიეძღვნა
01-05-2019

დედა ენის დღეს სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით დატვირთული კვირეული  მიეძღვნა მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში.

კვირეული 15 აპრილს გაიხსნა ღონისძიებით „ო, ენავ, ჩემო“. იმავე დღეს გაიმართა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია.

16 აპრილს ჩატარდა ტესტირება-კონკურსი ,,ვიცით და ვიცავთ მართლწერის წესებს“ VI-VII  და VIII-IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. 

კვირეულის მესამე დღე მთლიანად მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას („ნოდარ დუმბაძე - 90“). კლასებმა წარმოადგინეს სცენები და ილუსტრაციები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან, ჩატარდა ღონისძიება „მზიანი გულის მწერალი“ (ხელმძღვანელი: ნათელა კოჭლამაზაშვილი).

კვირეულის მეოთხე დღეს გაიმართა კონკურსი მხატვრულ კითხვაში.

19 აპრილს კი სკოლაში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის  შემაჯამებელი ღონისძიება.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა, ნათელა კოჭლამაზაშვილმა წიგნებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური,  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეთა მშობლები და სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203