ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ადამიანის სხეულის ნაწილების ჩხუბი“ სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
01-05-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს ჟულიეტა სურმანიძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „ადამიანის სხეულის ნაწილების ჩხუბი“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და საინტერესო ვერსიებს გამოთქვამდნენ.

შეფასების ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ გაკვეთილი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203