
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „მწიგნობრობაი ქართული“ წარმოადგინეს (ხელმძღვანელი: რუსუდან ლორთქიფანიძე, მხატვრული ხელმძღვანელი: ნატო ტალახაძე).
პროექტის ფარგლებში აჩვენეს პუბლიცისტურ-დოკუმენტური ვიდეო რგოლი, რომელსაც ახმოვანებდნენ ლუკა ნადირაძე და მირანდა ცარციძე. ასევე, მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმრებს თავიანთი მხატვრული შემოქმედება წარმოუდგინეს.
ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალურ დაფაზე სამახსოვრო ავტოგრაფები დატოვეს.
იხილეთ ფოტოები