თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ქართული ენა დედაა ჩვენი“ გამართეს
01-05-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-5 მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნაზი აკვაზბას ხელმძღვანელობით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქართული ენა დედაა ჩვენი“ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და ქართული დამწერლობის და მისი საუკუნოვანი ისტორიის შესახებ ისაუბრეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203