დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კვარაცხელიამ საგნობრივ ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწია
01-05-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე მარიამ კვარაცხელიამ ქართული ენისა და ლიტერატურის კინგსის ოლიმპიადის პირველ ტურში 100-დან 99 ქულა მიიღო.

მარიამი მაღალი მოსწრების მოსწავლეა და ერთნაირად მაღალ დონეზე სწავლობს ყველა სასწავლო საგანს.

„მადლობას ვუხდით მარიამის მშობლებს, აგრეთვე მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნონა თოდუას. მარიამს კი ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და გვჯერა რომ ასე გვასახელებს მთელი ცხოვრების მანძილზე“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203