ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
01-05-2019

ყვარელის მუნიციპალიტეტის, ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის მშობლიური ენა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს ყოველივე მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით  გადმოსცეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203