
ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ამ დღის მესიჯი ასფალტზე ხატვით დატოვეს.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დევიზით - „დედამიწას არ აქვს იმუნიტეტი“ და „დედამიწა ჩვენი ფერადი სახლია“ აქცია გამართეს.
„აქციის მიზანი იყო, თითოეული მოქალაქის მიერ იმის გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწაზე ზრუნვა, თუნდაც საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა აწყურის საზოგადოებრივ ცენტრში საინტერესო კონფერენცია გამართეს. VIII-XI კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაციები ჩაატარეს. გაიმართა დისკუსიაც.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა აწყურის კულტურის სახლის ეზოში ხეები დარგეს.
იხილეთ ფოტოები