
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ღოუბანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „დედამიწა შველას ითხოვს“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედამიწაზე ადამიანების დაუდევარი ზემოქმედების შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს. როგორ ნადგურდება უნიკალური მცენარეები, ქრება ცხოველთა ბევრი ჯიში, ბინძურდება წყალი და ჰაერი, ზიანდება ოზონის შრე.
„ჩვენი დევიზია მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის.