სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „გაცოცხლებული ვეფხვისტყაოსანი“ ჩაატარეს
01-05-2019

ყვარლის  მუნიციპალიტეტის, ტიციან ტაბიძის სახელობის სანავარდოს საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებლის გალინა  ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „გაცოცხლებული  ვეფხვისტყაოსანი“ ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის უკვდავი პერსონაჟები დიდი მონდომებითა და ხალისით გააცოცხლეს.

ღონისძიება დირექტორის ნანა  ქაფიანიძის  ხელშეწყობით გაიმართა.

„დირექტორმა მოსწავლეებს ცეკვები დაუდგა, მუსიკის მასწავლებელი ასამთ ყიფშიძე კი აღსაზრდელებს სიმღერების მომზადებაში დაეხმარა. ამ  ყველაფერმა ღონისძიება მეტად სახალისო,  სასიამოვნო,  საინტერესო და დაუვიწყარი გადახა, როგორც  ბავშვებისთვის ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203