
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კაკაბეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ გაიმართა.
ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედა ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„პატარები დედა ენას მოეფერნენ ლექსებით, სიმღერებითა და ანდაზებით. მათ ერთხელ კიდევ შეგვახსენეს ჩვენი მოვალეობა ქართული ენის წინაშე. ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები