გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებით გოდერძი ჩოხელის „ლუკას სახარება“ ნახეს
01-05-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლაში მასწავლებლები ხშირად აწყობენ ფილმების ჩვენებას.

ამჯერად, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებით გოდერძი ჩოხელის „ლუკას სახარება“ ნახეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფილმის ყურებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მოსწავლეებმა თავიანთი განწყობა დააფიქსირეს და დისკუსია გამართეს.

აქტივობას მასწავლებელი ნათია იდაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203