
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები მოულოცეს სოფლის ხანდაზმულ ქალბატონებს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ბარათები და ყვავილები მიართვეს მათ ტკბილეულთან ერთად.
„აღსანიშნავია, რომ იდეას ხორცი შეესხა სკოლის პედაგოგთა მხარდაჭერითა და თანადგომით. ნათქვამია „კეთილი გულით მიძღვნილი მცირედიც შეიწირებისო“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები