ართანის საჯარო სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღის აღნიშვნას შეუერთდა
თელავის მუნიციპალიტეტის, ართანის საჯარო სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის სპეც მასწავლებლებმა ნესტანი სებისკვერაძემ და ნინო გაგანაშვილმა, ღრმა და ყოვლისმომცველი ცნობადობის ამაღლების კამპანია დაგეგმეს, რომელშიც ამავე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები პედაგოგების და ბავშვების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგნენ. მათი გზავნილი იყო აუტიზმთან დაკავშირებული მითების მსხვრევა და რეალური სურათის წარმოჩენა.
„ღონისძიება საინტერესოდ და ხალისიანად ჩატარდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები