ახალციხის N5 საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდმა ტურნირში გაიმარჯვა
01-05-2019

ახალციხეში ჩატარდა კოკა-კოლას თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში ახალციხის საჯარო სკოლებს შორის. ტურნირს ორგანიზებას უწევდა სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია. ტურნირში მონაწილეობდა რვა საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი და ოთხი საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი. 

ვაჟებს შორის გაიმარჯვა ახალციხის N5 საჯარო სკოლის გუნდმა, რომელმაც ფინალში ახალციხის N1 საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 11:1 

„ჩვენი სკოლის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა რეგიონალურ ტურში მონაწილეობის უფლება. ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203