ანანურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
01-05-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ანანურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „,ენაი ქართული“ ჩაატარეს, 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებსა და ქართული ენის ისტორიის შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას დიალექტიზმების მიხედვით მინიატურები წარუდგინეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203