თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე „შოკოლადის ისტორია“ იმუშავეს
01-05-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა მასწავლებლის, მანანა მუჩიაშვილის ხელმძღვანელობით პროექტზე „შოკოლადის ისტორია“ იმუშავეს. 

„მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია შოკოლადის შესახებ, გაიგეს სად აღმოაჩინეს პირველად კაკაოს ხე. ასევე, ისინი იყვნენ შოკოლადის მუზეუმში, სადაც ნახეს ფილმი, მოისმინეს მინი ლექცია და დააგემოვნეს ნამდვილი შოკოლადი. ბოლოს, მათ ეს ყველაფერი პროექტად აქციეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203