ხეოთის საჯარო სკოლაში „გარე ბიბლიოთეკა“ მოეწყო
01-05-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის პედაგოგის, ლელა გვრიტიშვილის ინიციატივით, მოეწყო „გარე ბიბლიოთეკა“, რომელიც მხატვრულად გააფორმა მეგი ბირჩაძემ. 

„გარე ბიბლიოთეკა“ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეავსეს საინტერესო წიგნებითა და ენციკლოპედიებით, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე, შორენა ზაზაძემ, სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს, საჩუქრად გადასცა წიგნები.

ხეოთის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ამ ღონისძიების თითოეულ ავტორს და მონაწილეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203