
ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თემაზე - „წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები“ ღონისძიება-შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრზე სლაიდის სახით წარმოდგენილი იყო ამონარიდები და ციტატები, ქართული და უცხოური მწერლების ნაწარმოებებიდან, რომლებიც მონაწილეებს უნდა გამოეცნოთ.
ღონისძიებას მზია ქადიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები