
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნინოშვილის საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში პროექტ - „იკითხე ქართულის“ ფარგლებში, 2017-2018 წლის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულ ახალგაზრდა მწერლებთან (ნათია ჯაგოდნიშვილი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, იაგო თვალაბეიშვილი, გვანცა გუბელაძე, ვახტანგ ვახტანგაძე, თათული ღვინიანიძე) გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები საინტერესო დისკუსიაში ჩაერთნენ, ავტორების წიგნებით დასაჩუქრდნენ და ავტოგრაფები მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სკოლაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.