
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისა და 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამ თარიღთან დაკავირებული ინფორმაციები, ისაუბრეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, გაიხსენეს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გმირები, წარმოადგინეს კომპოზიცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
მე-5 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან ერთად ესტუმრნენ სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 აპრილის მემორიალს და შეამკეს იგი ყვავილებით.
ასევე, კლასებში ჩატარდა კლასის საათი და მოსწავლეებმა გამოუშვეს კლასის კედლის გაზეთი.
იხილეთ ფოტოები